24 ნოემბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან...
არჩილ ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას ახალი მოადგილეები წარუდგინა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულ ხელმძღვანელებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო. გუბერნატორმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, რომ პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები და მკაცრად გააკონტროლონ შესრულების ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: ბიუჯეტების შესრულება მუნიციპალიტეტებში, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის I და II ხარისხის მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონის სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები და სხვა...