ამბროლაურში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართა.
დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დათუნიკა სხირტლაძის სახელობის პარკში, მოეწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
ღონისძიება ჯგუფი Killage, ანი კეკუა და თიკა მახალდიანის კონცერტით დასრულდა.
ამბროლაურში გამართულ ,,მუსიკალურ საღამოს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან ერთად დაესწრო.