ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, სასურსათე პაკეტები და საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ამბროლაურის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.
პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში შეჩერებულია, ამის გათვალისწინებით კი ის პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებისათვის იყო დაგეგმილი ჯამში 310 ოჯახს, საახალწლო საჩუქრებთან ერთად, დაურიგდა.
სასურსათე პაკეტების დარიგების პროცესი ‘’ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ’’ უზრუნველყო.