ქალთა საფეხბურთო კლუბი "რაჭა-2020" აგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად!
11 ნოემბერს ამბროლაურში-აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლის ინიციატივით ჩატარდა დინამოს ფესტივალი 7x7 - ზე ფეხბურთში 2011-2012 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის.
️ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს :
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ტყიბულის, თერჯოლის და ხონის საფეხბურთო სკოლებმა.
I ადგილი დაიკავა ამბროლაურის საფეხბურთო კლუბმა.
ამავე დღეს წარმატებული აღმოჩნდა ქალთა საფეხბურთო კლუბ "რაჭა 2020"- ის გამარჯვება ახალგორთან. ბოლო ტურის წინ ქალთა საფეხბურთო კლუბი აგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, რაც ისტორიული მოვლენა იქნება ჩვენი რეგიონისთვის.
️ფესტივალს რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი დინამოს აკადემიის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ.
მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.