ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახის კუთვნილი დაცემული ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი დადასტურდა. პირველადი სალიკვიდაციო სამუშაოები შესაბამისი სამსახურების მიერ დროულად ჩატარდა. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა პროგრამას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე გრძელდება საკარანტინო ღონისძიებები. პრევენციის მიზნით ვაქცინაცია სოფელში არსებულ ყველა ცხოველს ჩაუტარდა.