➡️16 აგვისტოს, ამბროლაურში აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019 გაიმართა. ➡️ ფესტივალზე რეგიონში არსებული საწარმოები და ფერმერული მეურნეობები იყო წარმოდგენილი. ➡️ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. ამასთან, სტუმრებისთვის მოეწყო გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. ➡️ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საუკეთესო მეღვინეების გამოვლენა-დაჯილდოვება მოხდა. ➡️კონცერტი ქართული ხმებისა და ოთო ნემსაძის მონაწილეობით გაიმართა და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა. -ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილეები-დავით ღუდუმიძე, გიორგი გონაძე, ლევან ქვათაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ➡️ ფესტივალი „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის" ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის, ამბროლაურის,ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.