სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ რეგიონის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მხარის მოსწავლეები მუდამ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ერთიან ერიოვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგებით.
გუბერნატორმა ოყურეშისა და რცხმელურის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლებში, პირველკლასელებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.