ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ სადმელის ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 278 333 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ივნისის ბოლოს იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
,,სოფელ სადმელში საბავშვო ბაღის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, სულ მალე ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო, ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს და აღმზრდელებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო იმისათვის, რომ წარმართონ სასწავლო პროცესი კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დახმარებით მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ასევე ოთხ საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. აღნიშნული პროცესი კი სამომავლოდ, კვლავ, გაგრძელდება“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო, პროცესის დათვალიერების შემდგომ, კი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.