სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილესთან ემზარ საბანაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
5 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ონის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადიდებულმა მდინერემ დააზიანა ხიდები, ნაპირსამაგრები, დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, წარმოიქმნა მეწყრული ზონები...
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის სოფ. ღებთან მისასვლელი გზა აღდგენილია და გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.