„საპარტნიორო ფონდი“ რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. ამ მიზნით ფონდის მოწვევით და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭრით საქართველოში ფრანგული მთის კურორტების განვითარების კომპანია „Compagnie des Alpes“-ისა და მთის კურორტების დაგეგმარებისა და დიზაინის კომპანია „Géode“-ის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებმა რაჭის საინვესტიციო პოტენციალი შეაფასეს და რეგიონის საკურორტო ზონები დაათვაიერეს.“საპარტნიორი ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფრანგულ მხარეს ფონდის მიერ შემუშავებული რაჭის განვითარების კონცეფციის დეტალები გააცნო და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.