2023 წლის 29 ივნისს ამბროლაურში, ფონდ
„აფხაზინტერკონტის“(AIC) სააქტო დარბაზში ევროკავშირის
მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში თემატური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების
დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა იყო.
ღონისძიებას რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პრეზენტაცია წარადგინა თამარ ივანიაძემ – სოციალური მუშაობის მაგისტრმა ( თემა: “ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების როლი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში”) და სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული
სამმართველოს უფროსმა გიორგი ტალახაძემ (თემა: მობილობის კვლევის პრეზენტაცია (ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები ).
პრეზენტაციების ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც იმსჯელეს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების
როლზე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში და მობილობის საკითხებზე, ყოველდღიური გადაადგილების ასპექტებზე, რომელშიც მონაწილეობა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების
განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების
სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების
ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში –იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.