დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბექა ოშხერელთან, საფერხბურთო კლუბი’’რაჭა’’-ს დირექტორთან ელისბარ კობახიძესთან, ქალთა საფეხბურთო კლუბი რაჭა 2020-ის დირექტორთან ლაშა რატიანთან და საფეხბურთო კლუბი ონი-მამისონის დირექტორთან ენრიკო ჩიტალაძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა სადაც განიხილეს რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები და პანდემიის ზეგავლენა სპორტის აღნიშნულ მიმართულებაზე.
სახელმწიფო რწმუნებულს გააცნეს სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები. ასევე ისაუბრეს რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურის მეტად განვითარების საჭიროებაზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა მხარდაჭერა გამოუცხადა თითოეულ წარმომადგენელს და გამოთქვა მზაობა პრობლემური საკითხების გადაჭრაში ჩართულობისათვის.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რეგიონში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.