14 ივლისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე შვილებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. დოღში მონაწილეობა 25 მსურველმა მიიღო. გამარჯვებულები 1-კილომეტრიან დისტანციაზე გახდნენ: 1-ლი ადგილი-ასლან კობახიძე მე-2 ადგილი-მამუკა ცაგურიშვილი მე-3ადგილი-დავით ცაგურიშვილი 3-კილომეტრიან დისტანიაზე 1-ლი ადგილი დაიკავა გიორგი ფოფხაძემ. მე-2 ადგილი-გიორგი მეტრევლი მე- 3 ადგილი-თენგიზ ვარდოსანიძე. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდოები და ფულადი პრიზები ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან და შეჯიბრის ფინანსური მხარდამჭერებისგან გადაეცათ. საპრიზო ადგილებზე გასულებს, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა დეპუტატის სახელით, ფულადი პრიზები გადასცა. დოღი ბატონი თენგიზ გოგორელიანის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.