ლენტეხის მუნიციპალიტეტში, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოადგილეებთან ქრისტინე კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა სცენა-გახმოვანება და მონტაჟი, ტარდება ელექტრო მონტაჟის, წყალმომარაგების, ცეცხლდაცვის, კანალიზაციისა და გათბობის სამუშაოები. სრულიად განახლდება ინვენტარი.
ხელშეკრულების ღირებულება 2 143 403 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯორჯიან ბილდინგ კომპანი’’.
ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 85%. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.