სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა, ‘’ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს’’ (LDA Georgia) აღმასრულებელ დირექტორთან - ნინო ხუხუასთან.
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ახორციელებს გრანტს- ‘’რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა’’, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
გრანტი ‘’რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა’’ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ‘’რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2’’ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭეით.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტის შესახებ, სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს, თანამშრომლობისა და რეგიონის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. გამოთქვა სურვილი და მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის.