20 მარტს, ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლაში გაზაფხულის თემაზე მიძღვნილი სალონური ღონისძიება სახელწოდებით ,,მოგეფერო მინდა" გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გასართობი ნომრები, იმპროვიზაციები, შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები და სიმღერები. ბავშვებმა, გაზაფხულის მოსვლა მიულოცეს მოწვეულ ქალბატონებსა და მრავალშვილიან დედებს.
ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღამოს გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ