➡ 29 ივნისს, ცაგერში, მწვანე ამფითეატრში ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი" გაიმართა.
➡ღონისძიება ხალხური რეწვის გამოფენებითა და ქართული საბრძოლო ხელოვნების "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენით გაიხსნა.
➡ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორული კონცერტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა.
➡დასკვნითი კონცერტი ჯგუფი
„ფრანი“- ს მონაწილეობით შედგა.
➡ფესტივალს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
➡სახალხო ფესტივალი "არტ-გენი" ტრადიციულად რეგიონებში ექსპედიციებითა და ღონისძიებებით იწყება,დასკვნითი ნაწილი კი თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება,სადაც თავს იყრის ექსპედიციების შედეგად მოძიებული სხვადასხვა დარგის ტრადიციული კულტურა