ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს, სოფ.ბოსტანაში ადგილობრივმა მევენახეებმა 4 ჰექტარზე 14 000-მდე ალექსანდრეულისა და მუჯურეთული ვაზის ჯიშები გააშენეს. 15 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახლადგაშენებულ ვენახში სიმბოლურად ვაზის ნერგები დარგეს, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ნიშნად "მეგობრობის ხეივანი" გაშენდა. მევენახეები აღნიშნულ სივრცეში შატოს ტიპის მარნისა და სასტუმროს მშენებლობასაც გეგმავენ.