14 მაისს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ შიდა სამსახურებრივი თათბირი გამართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თათბირის მიმდინარეობისას გუბერნატორმა მოისმინა ინფორმაციები რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გაეცნო სამსახურის უფროსების მიერ წარმოდგენილ მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს.
არჩილ ჯაფარიძის დავალებით, ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფები აგრძელებენ მუნიციპალიტეტებში პერიოდულ მონიტორინგს და სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებულ
მდგომარეობას სწავლობენ.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
სახელმწიფო რწმუნებულის დავალებით, ადმინისტრაციაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროექტების პერიოდულ მონიტორინგს განახორციელებს და დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზე.