19 მარტს, სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სოფ.გვესოში, იანვრის თვეში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, ჩამოიშალა კლდოვანი მასა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. ამ დროისთვის, დიდი მოცულობის ქვის ლოდები დაშლილია და საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
უმოკლეს პერიოდში მომზადდება გეოლოგების დასკვნა და შესაბამისი ზომების დაცვით დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.