ქალაქ ონში დილიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და ა(ა) იპ მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელების ერთობლივი კონცერტი.