3 იანვრის მდგომარეობით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრი (უწერა-გლოლის მონაკვეთი) გახსნილია.
1 იანვრის ღამეს ჩამოსული დიდი მოცულობის ზვავის შედეგად გზის აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შემდეგ დაზიანებული მონაკვეთი აღდგა და ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.