ლენტეხში თამარ მეფის ქ. N 24-ში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცენტრის გახსნის ღონისძიებას მოადგილეებთან თემურ ჩანქსელიანთან, გიორგი მაქარაშვილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ლენტეხის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი ნინო ურთმელიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
ოფისის გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლის რწმუნებულებთან.
შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე