პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია
კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები
ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები
ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი
შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ
კომსიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ