1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა!
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამ დროისათვის ქ. ამბროლაურში მიმდინარეობს 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები.