დღეს რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა- ქრისტინე კობახიძემ ‘’საქართველოს საფრანგეთის განვითარების სააგენტო’’-ს (AFD) წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართეს.
სააგენტოს მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური პირობების, ეკონომიკური შესაძლებლობების და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაა.
მისი საქმიანობა ვრცელდება შემდეგ სფეროებზე:
გარემოს დაცვა, ბუნებრივი რსურსების მართვა, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია;
სოფლის მეურნეობის განვითარება;
სოფლად ეკოტურიზმის მხარდაჭერა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამიზნე ლოკაციების ტერიტორიული შეფასების საკითხი, პოტენციური პროექტების იდენტიფიკაცია და პირველადი მონახაზის მომზადება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთვის. შეთანხმების მიღწევის შემდგომ, ჩატარდება შესაბამისობის სრული კვლევა და მოხდება ზეგავლენის შეფასება.
‘’საქართველოს საფრანგეთის განვითარების სააგენტო’’ (AFD), მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური მექანიზმების გამოყენებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში. კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ხედვის შედეგად შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ რეგიონის ცნობადობა და განვავითაროთ მისი შესაძლებლობები’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.