15ივნისს, ლეჩხუმში სახალხო–რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ იზეიმეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 2200 მეტრის სიმაღლეზე მოსალოცად შეიკრიბა. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა–ლოცვა აღავლინა. საზეიმო წირვას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.