სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლაჯანის საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებულმა პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მიწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. „თქვენთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლისთვის სახელმწიფო ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს განათლების სფეროზე დახარჯავს. ველოდებით ცვლილებებს ამ მიმართულებით. მე იმედი მაქვს პროცესებში თქვენი აქტიური ჩართულობის და ინიციატივების."“. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებმა რწმუნებულს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.