✔️ 26 მარტს, ქამბროლაურში, საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში რწმუნებულთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან. ✔️არჩილ ჯაფარიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "↘️მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების და ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ" პროექტის გაცნობას, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ვახტანგ მშვიდობაძემ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა და პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელმა კარლ გოპერტმა სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად წარადგინეს , ისაუბრეს პროექტის დეტალებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ✔️რწმუნებულმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა,რომ აუცილებელია პროექტის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რათა მოხდეს მათი ჩართვა რეგიონის განვითარების პროცესში. ✔️თათბირზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე: ↘️რეგიონში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით გატარებული ღონისძიებების და დასკვნების შესახებ; ↘️ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ; ↘️ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა საკითხები.