21 ივნისს, ამბროლაურის საბავშვო ბაღში 2017-2018 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თეატრალური წარმოდგენებით, ლექსების მხატვრული კითხვითა და სიმღერებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
მიწვეულმა სტუმრებმა სკოლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს პატარებს და წარმატება უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.