5 ივნისს, ქ.ამბროლაურში „საქართველოს ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელების ორგანიზებით პროექტ „ განავითარე შენი რეგიონი“–ს შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესწრებოდა, სადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ქ.ამბროლაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა რეგიონის ტურისტული და აგრო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„განავითარე შენი რეგიონი“ სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას.
არჩილ ჯაფარიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი და პროექტის მეშვეობით შესაძლებელია, ახალგაზრდა თაობის მასობრივი ჩართვა სახელმწიფოსა და ჩვენი რეგიონის განვითარების პროცესში.