7 მაისს, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ, პროექტის ღირებულება -
2 004 780 ლარს შეადენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა