რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სოფ.ქვიშარში მდებარე უძველესი ისტორიული მარნის ნაშთები დაათვალიერა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით "დადიანების მარანს" უწოდებენ. მარანში შეინიშნება ქვევრების არსებობის კვალი.
არჩილ ჯაფარიძემ, სოფ.ქვიშარში მდებარე უძველესი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დაათვალიერა და მისი იერსახის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია,რომ სოფ.ქვიშარი უძველესი წარმოშობისაა, ამას მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთებიც, რომლებიც ჩვ.წ.აღ – მდე lv- lll
საუკუნეებით თარიღდება