5 აპრილს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში, გუბერნატორის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ...
შესაძლებლობის ფარგლებში დასუფთავდა სოფლები, ქალაქის ქუჩები, სკვერები და სხვა ხალხმრავალი ადგილები.
მსგავსი მასშტაბური აქციები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და მთელს რეგიონს მოიცავს