ონის მუნიციპალიტეტის სოფ.გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის, ადრეული და სკოლამდელი ასაკის 9 აღსაზრდელი სასიამოვნო გარემოში შეძლებს სწავლას და დასვენებას.
საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე , ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით. საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმ -ქვემო სვანეთის გუბერნატორი - არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - ემზარ საბანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ..