Vinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo Slider
 
სახელმწიფო რწმუნებულის
გუბერნატორის ადმინისტრაცია
რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის რეგიონში
 
 

სოფ.გორში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ლომთაძესთან ერთად, სოფ. გორში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. წყალმომარაგების სისტემის პროექტის ღირებულება 126 000 ლარს შეადგენს რაც ითვალისწინებს ჭაბურღილის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენისა და შიდა ქსელის მოწყობას, რომლის სამუშაოებიც მოიცავს ქვაბულში ფოლადის შემკრები 25ტ–იანი რეზერვუარისა და ჭაბურღილისთვის ტუმბოს მოწყობას ავტომატური მართვის ფარით. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ გორის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასმელი წყლის მიწოდებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ათეულობით წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა.

ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

დანიური კომპანია ,,ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ დაფინანსებით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ქალაქ ამბროლაურში, სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლამდე ახალგაზრდებს უფასოდ მოემსახურება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, პაციენტებს კი მოწვეული ექიმი–სტომატოლოგი მოემსახურება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკა სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს მეუფე ვახტანგთან და კომპანია ,,ფეა თრიზის“ დამფუძნებელ მარიანა ბოლსთან ერთად გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე დანიელი სტუმრები. დაწესებულებაში არსებული ინფრატრუქტურა ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სტომატოლოგიური კლინიკის მოსაწყობად კერძო ინვესტიცია 500 000 დანიური კრონის ოდენობით განხორციელდა.

დაბა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

20 ნოემბერს დაბა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. ცენტრი ლენტეხისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ მოემსახურება. შენობა აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებითა და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. აქვე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ შეხვედრები და დისკუსიები გამართონ არასამთავრობო სექტორთან, ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან... ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 26 საზოგადოებრივი ცენტრია.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

09 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. საინვესტიციო პროექტების გარდა თათბირზე განხილულ იქნა ბიუჯეტების შესრულება მუნიციპალიტეტებში, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის I და II ხარისხის მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები, რთველი 2015 –ის შედეგები ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, საშემოდგომო გაწვევის მდგომარეობა რეგიონში და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხი...

ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას გულისხმობს. ძილინის პროვინციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მზადყოფნას ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელების შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ და ძილინის უცხო ქვეყნებთან თანამეგობრობის სახალხო ასოციაციის ვიცე მმართველმა ხუ ინიმ.