რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს ( ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში) შეხვდა.
მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა სახელმწიფო რწმუნებულს თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა, მიზნები და სამომავლო გეგმები გააცვნეს.
აღსანიშნავია, რომ მობილური ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობასა და მუნიციპალიტეტის დონეზე, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
მობილური ახალგაზრდული მუშაკები : ადგილზე უზრუნველყოფენ ახალგაზრდების საჭიროებების ინდენტიფიცირებას;
განახორციელებენ არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებს;
განავითარებენ ახალგაზრდულ სერვისებს მუნიციპალურ დონეზე და ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ახალგაზრდობის სფეროს ეკოსისტემის გაძლიერებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდულ მუშაკებს საინტერესო შეხვედრისათვის, გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე ესწრებოდა.