ქ. ცაგერში, სოფელ ქვედა საირმეში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული, ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი, დასრულებული ინფრასტრუქტურა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო: ბეტონის ქვაფენილები, მოსაცდელი მოედნები, ღამის განათება და განხორციელდა სხვა დამატებითი სამუშაოები.
მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის ზრდაზე და განვითარებაზე.
მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდას რეგიონში.