რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფა ხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირზე/ოჯახზე, სადაც არ ცხოვრობს შრომისუნარიანი მამაკაცი და ოჯახს არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის შესაძენად, საშეშე მერქანი გადაეცემათ არაუმეტეს 5მ3-ისა.
აღნიშნული სოციალური პროგრამის ფარგლებში, გასულ 2020 წელს 151-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც იმოქმედებს და მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
კონსულტაციის მისაღებათ შეგიძლიათ მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას.