20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პიპილეთში, ქვედრულასა და ირში ხელისფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ➡შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მხარის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს . მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი და წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა დასახელდა მიმდინარე წელს, სოფ. პიპილეთში დასრულდა ადმინისტრაციული სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები - 52 001 ლარი; მიმდინარეობს მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები - 69 219 ლარი; დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები - 9 428 ლარი. სოფ. ქვედრულაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების თანხებით დასრულდა ხიდის რეგულაციების გამაგრების, მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და დამცავი ლოდნარის მოწყობის სამუშაოები - 60 329 ლარი; დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 9 998 ლარი. სოფ. ირში დასრულდა მდინარე ჯეჯორაზე გადასასვლი ხიდის და ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - 209 349 ლარი; დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 9 428 ლარი. მოსახლეობასთან შეხვედრას პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი დიმიტრი ქებაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ➡მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.