სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
გუბერნატორმა ისაუბრა რეგიონის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და მოისმინა ინფორმაციები საკონსულტაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, კოოპერატივების მუშაობის და საოჯახო მარნების ფუნქციონირების შესახებ.
არჩილ ჯაფარიძემ, საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ სადმელში მდებარე ერთ–ერთი საოჯახო მარანი, რომელიც ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს აგრძელებს, პირადად დაათვალიერა.
აღნიშნული საოჯახო მარანი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,FAO''-ს მიერ დაფინანსდა და გრანტის ფარგლებში ღვინის ჩამოსასხმელი ინვენტარით აღიჭურვა.