3 თებერვალს, ქ.ცაგერში, მსოფლიო მართმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა.
სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილის) ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მხარდაჭერით გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.