მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივნისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტერიერის ლესვის სამუშაოები, ელექტროობა და გათბობის სისტემები დამონტაჟებულია, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება კანალიზაციის გაყვანილობის მონტაჟი. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილეებთან- დავით გოგლიძესთან, თა