სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო რწმუნებულსა და შეხვედრის მონაწილეებს ,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ პრეზენტაციის სახით წარუდგინა. მონაწილეებმა იმსჯელეს მომდევნო წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
პაპუნა მარგველიძემ ყურადღება გაამახვილა კონკრეტული სფეროების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჰიდრორესურსების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე დაიგეგმება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტები, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი პროექტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.
საქართველოს მთავრობის დავალებით, გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობს.
