რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო პროცესების კოორდინაციისა და მიმდინარე საკითხების დეტალური განხილვის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა ადგილზე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წინაშე მდგარი პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე თვეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე. მხარეებმა იმსჯელეს 26 მაისის – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებასა და შესაბამის სამზადისზე.
ასევე, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საუბარი შეეხო სამუშაოების შესრულების ტემპს, ხარისხის კონტროლს და პროექტების დროულად დასრულებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — ქრისტინა კობახიძე და ალუდა თუთისანი, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
