მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ გრძელდება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მორიგი შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონსა და ცაგერში გამართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სისტემის შემდგომი განვითარების გზებზე იმსჯელეს.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სერვისების ეფექტიანობა, სკოლამდელი, სასკოლო და სკოლისშემდგომი განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ინკლუზიური განათლების მიწოდების პროცესში ჩართული სპეციალისტების მხარდაჭერა და სისტემური გამოწვევები.
მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
აღინიშნა, რომ საჯარო დიალოგში მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი მოსაზრებები სერვისების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მათი მხარდაჭერისთვის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად 6 მუნიციპალიტეტში „პოზიტიური მშობლობის” სესიებს ჩაატარებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი და მონაწილეებს კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თავიანთი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ქალაქ ონსა და ცაგერში ჩატარებულ შეხვედრებს ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.