მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

მთავრობის წარმომადგენლებმა შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა, სადაც სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაიწყება 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.
„ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.