მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ამბროლაურში სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და მოადგილე ალუდა თუთისანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ოფისი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გახსნა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისი ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახალხო დამცველის მანდატის ეფექტურ განხორციელებას. ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11-ში მდებარეობს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ახლად გახსნილი ოფისი სახალხო დამცველის აპარატს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გადასცა.
ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.