ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სოფელ წანაშში, ნანარსა და რცხმელურში გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ დაათვალიერეს.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 615 216 ლარი შეადგინა.


