მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამბროლაურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – ეროვნული დღესასწაული, რომელიც სახელმწიფო დონეზე ყოველწლიურად განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, წელს საზეიმო ღონისძიება ამბროლაურში გამართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, ამბროლაურის კულტურის სახლის მიმდებარედ, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო საოჯახო და საბავშვო გასართობი სივრცეები, საზეიმო მსვლელობები და მუსიკალურ კარნავალი. თემატურ-ისტორიული კუთხეები მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდის იმ გამორჩეულ ექიმებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
მოეწყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
განსაკუთრებით – საქართველოს ჰიმნითა და დღის ფოიერვერკით აღინიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო -17:10 საათი, რის შემდეგაც დასკვნითი კონცერტი გაიმართა.